Sunday, April 29, 2012

დავალებები და ესეები


„პედაგოგის განვითარება ICT-ის გამოყენებით და მის გარეშე“
თანამედროვე ეპოქაში როგორც უკვე იცით კომპიუტერი და ინტერნეტი საკმარისზე მეტად იქცა ადამიანების ყოველდღიურობად.საზოგადოების უმეტესი ნაწილი დღითიდღე უფრო დამოკიდებული ხდება ახალ ტექნოლოგიებზე, ალბათ სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის რომ დღესდღეობით ICT–იმ სასწავლო დაწესებულებებშიც შეაღწია. ახლა კი მოდი განვიხილოთ რამდენად შეიძლება აღვიქვათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყებენა დადებით ფაქტად სკოლებში და როგორ გავლენას ახდენს იგი მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებზე.
დღევანდელი სასკოლო მასალები და გაკვეთილების მიმდინარეობის სტრუქტურა ბევრად განსხვავადება რამდენიმე წლის წინანდელ სიტუაციისაგან. მასწავლებელს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა ინფორმაციის მოძიების და პროფესიული განვითარების. ICT–ის გამოყენებით მასწავლებელი გაკვეთილს საინტერესოს და თვალსაჩინოს ხდის. ეს ყველაფერი შეიძლება აისახოს თუნდაც მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს, როდესაც პედაგოგი ავალებს ბავშვებს გააკეთონ პრეზენთაცია სხვადასხვა თემაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, ეს მოზარდებს ეხმარება აზროვნებაში და დამოუკიდებლობაში, გარდა მოსწავლეებისა მასწავლებელსაც შეუძლია პრეზენტაციის გამოყენებით ახსნას გაკვეთილი, რაც უფრო დაეხმარება სათქმელის ბავშებამდე მიტანაში და გააზრებაში. ICT–ის დადებითი მხარე იმაშიც ვლინდება, რომ მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო საიტებზე სადაც საშუალება ექნებათ განათავსონ საკუთარი ნამუშევრები და მოისმინონ სხვისი შეფასებებიც, ამას გარდა ისინი შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ  გამოცდილება და პროფესიული უნარ–ჩვევები, რაც მათ პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს, თუმცა ეს ყოველივე შეიძლება უარყოფითადაც აისახოს პედაგოგთა განვითარებაზე, ვინაიდან მსგავსი “ ვირტუალურმა“ კონტაქტებმა შეიძლება ადამიანები გადააჩვიოს  „ცოცხალ“ ურთიერთობებს და გაუჩნდეთ კომპლექსები. ასევე ნეგატიურად შეიძლება იმოქნედოს ადამიანის წიგნთან დამოკიდებულებაზეც, ვინაიდან ინტერნეტის დახმარებით მასწავლებელი მისთვის საჭირო ინფორმაციას მოიპოვებს უფრო ადვილად და სწარაფად ვიდრე ამას წიგნის დახმარებით მოახერხებდა. კომპიუტერთან ხშირი კონტაქტი კი ბევრჯერ ხდება ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზეი.
მე მიმაჩნია რომ სწავლების პროცესი აუცილებლად უნდა იყოს აქტიური და შეუზღუდავი რომელშიც ჩართული იქნება არამარტო მასწავლებელი არამედ მოსწავლეც, რაშიც ICT–ი ნამდვილად დაგვეხმარება.ვებინარი,ონლაინ ფორუმები,ონლაინ დისკუსია,ბლოგი,ჩატი და სხვა მსგავსი საიტები ის საშუალებებია, რომელთა მეშვეობითაც მასწავლებელი შეძლებს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შეფასებას,რომელიც დაეხმარება პირველ რიგში მის პროფესიულ განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

No comments:

Post a Comment