სასწავლო პროექტები და ICT

ICT-არის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი საშუალება რომლითაც მოსწავლეებთან მასწავლებლის ურთიერთობა უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. მისი დახმარებით მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მთლიანად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, ვინაიდან ისტ  ეს არის მოსწავლის ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა.იმ შემთხვევაში  თუ ოდესმე მომეცემა საშუალება მოსწავლეებთან ურთიერთობისა აუცილებლად გამოვიყენებ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მაგალითად: მივცემ ისეთ საშინაო დავალებას რომლის შესასრულებლად დასჭირდებათ ინტერნეტიდან ინფორმაციის მოპოვება, ან მოუწევთ დავალების გაკეთება პრეზენტაციის სახით რიშთვისაც ისტ ნამდვილად გამოადგებათ. გარდა საშინაო დავალებისა ისტ–ს გამოვიყენებ პროექტული მუშაობისას, რომლიც დროსაც ბავშვები თავიანთ საქმიანობაში ჩართავენ ციფრულ ტექნიკას და ელექტრონულ მასალებს.იმისათვის, რომ თვალშაჩინოების მხრივ საინტერესო იყოს პროექტი ბავშვებს ვასწავლი დამხმარე ვიზუალური მასალის მოძიებას და პრაქტიკაში გამოყენებას.რაც შეეხება შემაჯამებელ გაკვეთილებს, შევეცდები მოსწავლეებს შევთავაზო ყოველდღიური და მოსაბეზრებელი გაკვეთილების ნაცვლად მრავალფეროვანი და სიახლისმომცველი საქმიანობები ისტ–ს დახმარებით რაშიც მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი. ამ სალექციო კურსის მიმდინარეობისას გავეცანი ბევრ საინტერესო საიტებს(www.lemill.net , www.iearn.org , www.blogspot.com , www.gearn.blogspot.com , www.panoramio.com , www.picasaweb.com.) რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია პროექტებზე მუშაობისას _დაგეგმვა,მომზადება,ორგანიზება,შედეგების წარდგენა ეს ის 4 ფაზაა რომელიც პროექტის სრულყოფისთვისაა აუცილებელი.














No comments:

Post a Comment