მე ვარ, N156-ე საჯარო სკოლის X კლასის დამრიგებელი, ვასწავლი საქართველოსა და მსოფლიო
ისტორიას.ერთ-ერთი გაკვეთილის, მსვლელობისას ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით ისეთი
ღირსეშანიშნაობის სანახავად და დასათვალიერებლად, რომელიც იქნებოდა ისტორიული მნიშვნელობის
და ამავდროულად ბავშვებისთვის გარკვეული ცოდნის მიმცემი.ამიტომაც გადავწყვიტეთ ვსტუმრებოდით
სათაფლიას.
მსგავსი
ექსკურსიის მოწყობის მთავარ მიზნად რჩება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
პუნქტების სრულად განხორციელება(მოსწავლის ანალიტიკური მსჯელობის განვითარება ისტორიის
ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე
ისტ.X. 1.).
მიზანი მიღწეულად
ჩაითვლება თუ მოსწავლე ამ ექსკურსიის შემდეგ
შეძლებს მსჯელობას, წელთააღრიცხვის სხვადასხვა სისტემაზე მისი წარმოშობის ისტორიასა და
მიზეზებზე, გაიცნობს ისტორიის პერიოდიზაციის ძირითად ძველ და თანამედროვე მოდელებს
და ისაუბრებს მათ შესახებ.ამავდროულად მან უნდა შეძლოს შედარება დღესდღეობით აღიარებულ
მსოლიო პერიოდიზაციებთან.მოსწავლეები გიდის დახმარებით შეძლებენ მეტი ინფორმაცია მიიღონ დინოზავრების ნაკვალევის და ზოგადად მათი
არსებობის შესახებ.აქვე მოხდება ჯგუფური სამუშაობების ჩატარება რომელიც მოიცავს
სხვადასხვა ისტორიული ფაქტების განხილვას.რომელში გამარჯვებული ჯგუფიც მიიღბს მცირეოდენ საჩუქარს რაც ბავშვებისთვის იქნება მეტი სტიმულის
მიმცემი.
ექსკურსიის მსვლელობისას აუცილებლად იქნება
გამოყენებული ფოტოაპარატები, რათა ყოველი მნიშვნელოვანი ფაქტი და სანახაობა ავღბეჭდოთ
ფირზე რომელთა ჩვენებაც მოხდება ჯგუფში პრეზენტაციის
სახით.შემდეგ კი მოვახდენთ ჩვენი შთაბეჭდილებებისა და ფოტომასალის ატვირთვას მსავს
საგანმანათლებლო საიტებზე როგორებიცაა:iearn.org , blogger.com
, picasaweb.com …
ჩვენი ექსკურსიის მთავარი
იდეა ჯგუფიდან მოდიოდა შემდეგ ყოველივე სკოლის დირექციასთან შევათანხმეთ ხოლო დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებზე
ვიზრუნეთ ერთდროული ძალებით, მთელი ჯგუფი ჩაერთო ექსკურსიის მზადებაში რათა ყველაფერი
გეგმის მიხედვით წასულიყო.თავდაპირველად საიტი doode-ს დახმარებით განვახორციელე
ბავშვების გამოკითხვა თუ რამდენი მათგანი იყო თანახმა მსგავსი ღონისძიების ჩასატარებლად
შემდეგ დავადგინეთ თარიღი, რომელიც ყველასთვის იყო მისაღები.გავითვალისწინეთ რა ბავშვების
რაოდენობა და იმის მიხედვით დავადგინეთ თუ რამდენკაციანი ტრანსპორტი და რა რაოდენობის
საკვები დაგვჭირდებოდა.ყოველი შემთხვევისთვის გადავწყვიტეთ სკოლის ექიმის წაყვანა.
დასახელება
|
რაოდენობა
|
ფასი
|
სულ
|
ტრანსპორტი
|
1
|
320
|
320
|
საკვები
|
ყველაფერი
|
350
|
350
|
გიდის გადასახადი
|
1
|
30
|
30
|
დამატებითი ხარჯები
|
100
|
100
|
ჩემი აზრით, ეს ექსკურსია
შეუწყობს ხელს ბავშვების ზოგადი და პრაქტიკული განათლების მიღებასა და შემდგომში მის
გამოყენებას.სწავლების პროცესის ამგვარი წარმართვა ბავშვებს მეტ ხალისს სძენს და ამავდროულად
უქმნის მათ მოტივაციასაც.მათთვის ამ ერთი დღით
მიღებული შთბეჭდილება ბევრად მეტია ვიდრე ერთფეროვანი გაკვეთილების მოსმენა.ამგვარად
იმისათვის რომ მოსწავლეებისთვის სწავლა არ გახდეს მოსაბეზრებელი ხშირად უნდა გავანებივროთ
მსგავსი ტიპის ღონისძიებებით.
No comments:
Post a Comment